ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, "წარმატებული ქართული ბიზნეს ასოციაციის" ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა
დღეს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, "წარმატებული ქართული ბიზნეს ასოციაციის" ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა.
ჰოლდინგი Business Media Management 2014 წელს შეიქმნა და აერთიანებს ოცამდე ციფრულ პლატფორმას, ბიზნესის, ახალი ამბების, სპორტისა და სატელევიზიო მაუწყებლობის მიმართულებით.
2022 წელს ჰოლდინგის ფარგლებში შეიქმნა "წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია" (SGBA), რომლის მთავარი მიზანია ერთ სივრცეში გააერთიანოს მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი. ამ ეტაპისთვის ასოციაცია აერთიანებს 100-მდე კომპანიას სხვადასხვა სფეროდან და სამომავლოდ მოიაზრებს ათასობით კომპანიის ერთ სივრცეში გაერთიანებას.
SGBA ეხმარება ასოციაციის წევრ კომპანიებს ბიზნესის წარმატებით მართვაში, საცალო-კორპორატიულ გაყიდვებსა და PR კამპანიაში.
დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნეს ასოციაციამ იმერეთის რეგიონის ბიზნეს-წარმომადგენლებს კომპანიის ხედვა, საქმიანობა და სტრატეგიული გეგმა გააცნეს. ასევე, წარუდგინეს მიმდინარე პროექტი - უნივერსალური ფასდაკლების ბარათი, რომლის მეშვეობითაც ასოციაციაში გაწევრიანებულ კომპანიებს საშუალება მიეცემათ სააქციო ჭრილში მოახდინონ მათი პროდუქტის/სერვისის რეალიზაცია და შეძენა.
გაცნობითი სახის პრეზენტაციას კომპანიის დამფუძნებელი/პრეზიდენტი მაია ტატულაშვილი და მისი კვალიფიციური გუნდი გაუძღვა.
შეხვედრის შესახებ უფრო ვრცლად FirstNews.ge-ს მაია ტატულაშვილი ესაუბრა:
"დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქუთაისში. ჩვენი მიზანია შევხვდეთ ადგილობრივი ბიზნესის წარმატებულ წარმომადგენლებს.
ჩვენი დიდი პროექტი მიზნად ისახავს ქართულ კომპანიებში გაყიდვების მხარდაჭერას და ამისათვის ვქმნით სპეციალურ პლატფორმას. ეს არის sale.news.ge , რომელზეც ფასდაკლების ბარათები იქნება განთავსებული.
ამ იდეის მთავარი არსი არის ის, რომ ერთ ფასდაკლების ბარათში იყოს ყველა კომპანიის ფასდაკლება. უკვე გვყავს 100-ზე მეტი წარმატებული ქართული ბიზნესი და დღეს, პირველად არის გასვლა რეგიონში.
ჩვენ ვმუშაობთ ორი მიმართულებით: პირველი, თუ როგორ შეიძლება ბიზნეს გავუზარდოთ გაყიდვები და ამისათვის ვგეგმავთ შიდა კორპორაციულ გაყიდვებს. ისინი ერთმანეთს უკეთებენ შიდა ფასდაკლებას. ვაკავშირებთ ბიზნესებს ერთმანეთს. მეორე საკითხი კი, არის ის, რომ კომპანიები, რომლებიც გარე მომსახურებას ან გაყიდვებს აწარმოებენ, მათთვის ვნერგავთ ამ ფასდაკლების ბარათებს.
ჩვენი მიზანია ერთი მილიონი მომხმარებელი გავაერთიანოთ. ეს ბარათები უკვე ძალიან მალე გამოვა გაყიდვაში.
ყველა მომხმარებელს, ვისაც ეს ბარათი ექნებათ, შეეძლებათ მივიდნენ, აჩვენონ და ისარგებლონ ამ ფასდაკლებით. მასში შედის სასტუმროები, კვების ობიექტები, მაღაზიები და ა.შ."- განაცხადა ჩვენთან საუბარში კომპანიის პრეზიდენტმა მაია ტატულაშვილმა.
სიახლეები
- „რუსეთს იმედი აქვს, რომ „თეთრ სახლში თავის კაცს დასვამს“ და ამით ნატოს ძლიერებას დაასუსტებს“ – უცხოური პრესა
- "ცვლილებები ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, ვერ დაიგეგმება გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ მესამე მოსმენით მიიღება კანონი"- პრემიერი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისისთვის
- "სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ტყუილად არ დაუკავებიათ არავინ, ეს ადამიანები ახორციელებდნენ ძალადობას"
- "გდდ-ს ყველა თანამშრომელი ეჭვმიტანილია არაადამიანურ მოპყრობაში, წამებასა და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში"