ამ გვერდის ამობედვა

ბათუმში მუშა მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდა

ბათუმში, ანგისის დასახლებაში, ერთ-ერთი მაღალსართულიანი კორპუსის, მე-14 სართულიდან მუშა გადმოვარდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს 50 წლამდე კაცი გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით 11:00 საათზე მოხდა.

 

არსებული ინფორმაციით, კორპუსი უკვე დასრულებული იყო და კაცი, რომელიც შენობიდან გადმოვარდა, ერთ-ერთ ბინაში სარემონტო სამუშაოებს ატარებდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

წაკითხვა 217 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 06 2022

სიახლეები