"იმერეთში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 69 000 000 ლარის ღირებულების პროექტების ნაწილი დასრულდა ნაწილი კი დასასრულს უახლოვდება"
იმერეთში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე 40-მდე პროექტზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ევროკავშირის დაფინანსებით, თერჯოლაში მიმდინარე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
,,მთლიანად იმერეთის რეგიონში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 69 000 000 ლარის ღირებულების პროექტების ნაწილი დასრულდა ნაწილი კი დასასრულს უახლოვდება. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საშუალება მოგვცა ევროკავშირის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამამ. აქედან 5 000 000 ლარის პროექტები ხორციელდება თერჯოლაში და მინდა გამოვყო ერთი კონკრეტული-საგვარჯილეს პროექტი სოფელ ძევრში, რომელიც ძალიან საინტერესო ლოკაცია იყო აქამდე და რეაბილიტაციის შემდეგ, იქნება უფრო მეტად მიმზიდველი ჩვენი მოქალაქეებისთვის და უცხოელი ტურისტებისთვის,“ - ზვიად შალამბერიძე.
საპილოტე პროგრამის ეგიდით აღნიშნულ მუნიციპალიტეტში შენდება საბავშვო ბაღი, ასევე ეწყობა ტურისტული ლოკაცია, ამფითეატრი და რეკრეაციული სივცეები.
გარდა ამისა, რეაბილიტაცია უტარდება ამფითეატრის მიმდებარე შენობებს. ეწყობა მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრისა და რედაქციის შენობის გარე ფასადები.
ასევე, სოფელ ძევრში, მდინარე ძევრულას კარსტულ ხეობაში რეკრეაციული ზონა მოეწყობა. პროექტის მიზანია, ძევრის ადმინისტრაციულ ერთეულში, საგვარჯილეს მღვიმეების მიმდებარედ არსებული ტერიტორიის ტურისტულ ზონად გარდაქმნა, რაც სოფელს ახალ შესაძლებლობას შემატებს.
ევროკავშირის დაფინანსებით პროექტის ფარგლებში 120 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა და აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით, გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ეზო.
სიახლეები
- "ქვეყნის გადარჩენისთვის ერთადერთი გამოსავალი არის ხალხმრავალი, შეუჩერებელი, მყარი და მშვიდობიანი დემონსტრაციები"
- "ევროპაში, ამერიკაში აღვირახსნილი კამპანიაა, საბავშვო ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან, თუ შენი სქესი არ მოგწონს, შეგიძლია გადაიკეთოო - ეს არის ანტიადამიანური, დემონური ინიციატივები და ამას სჭირდება ჩაკეტვა"
- "კანონი არ არის ბიძინა ივანიშვილი, კანონი არ არის ირაკლი კობახიძე, კანონი არის კანონი, რომელმაც უნდა დაიცვას ქართველი ხალხი"
- "საჭიროა აშშ-სთან მუშაობა, დიალოგი და საუბარი" - ირაკლი ღარიბაშვილი კონგრესმენების წერილზე
- "ჩვენი უმთავრესი საგარეო პრიორიტეტი ევროკავშირის წევრობაა და ამისთვის ყველაფერი კეთდება" - პრემიერი