ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში, მერიის შენობაში არსებული მედია ცენტრის ოთახიდან ნივთები მოიპარეს

ქუთაისში, მერიის შენობაში არსებული მედია ცენტრის ოთახიდან ნივთები მოიპარეს.

კამერების ჩანაწერებით ირკვევა, რომ ამ დროისთვის დაუდგენელი პირი ადგილობრივი თვითმართველობის შენობის ოთახში ფანჯრიდან 07:15 საათზე შევიდა.

 

წაღებულია “მთავარი არხის” იმერეთის კორესპონდენტის ლეპტოპი და “ტვ პირველის” კუთვინილი კამერა.

 

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.



ცნობისთვის, მერიის შენობაში ჟურნალისტებისათვის მედიაცენტრი ორი წლის წინ, ქალაქის მერის, იოსებ ხახალეიშვილის გადაწყვეტილებით მოეწყო.

წაკითხვა 260 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 18 2022

სიახლეები