ამ გვერდის ამობედვა

ბუქარესტში, ფეხბურთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა

ბუქარესტში, ფეხბურთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელსაც 2023 წელს საქართველო და რუმინეთი ერთად უმასპინძლებს.

წილისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრები "ა" ჯგუფში მოხვდა,


ჩვენი ნაკრები შემდგომი ეტაპის საგზურისთვის პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის გუნდებს დაუპირისპირდება.

 

კონტინენტის პირველობის მატჩები საქართველოს 3 ქალაქში - ქუთაისში, თბილისსა და ბათუმში გაიმართება.

 

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "ც" ჯგუფის მატჩებს გერმანიის, ინგლისის, ჩეხეთისა და ისრაელის 21 წლამდე ფეხბურთელები გამართავენ.

წაკითხვა 252 ჯერ