ამ გვერდის ამობედვა

29 -30 ოქტომბერს ქუთაისი "IARE FEST - იარე ფესტივალს" უმასპინძლებს

29 და 30 ოქტომბერს , ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქი "IARE FEST - იარე ფესტივალს" უმასპინძლებს.


"იარე ფესტივალის" მოძრავი სცენა ამჯერად დაეთმობა ელექტრონული მუსიკის გამორჩეულ ქართველ არტისტებს: Jorjick, Petit Astronaute, L9, Lasha Guruli, Chikovani, Zapa, Luka, Soyl.


ფესტივალი ჩატარდება ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ, გრიშაშვილის ქუჩაზე.


დასაწყისი : 16:00 სთ.


დასწრება თავისუფალია.


"იარე ფესტივალი" 2020 წელს დაფუძნდა და ხელს უწყობს რეგიონებში ელექტრონული მუსიკის განვითარებას და ახალგაზრდების ინტეგრაციას კულტურულ ღონისძიებებში.

წაკითხვა 220 ჯერ

სიახლეები