ამ გვერდის ამობედვა

,,ქუთაისს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მუნიციპალური ტრანსპორტი და ჩვენ ამ პრობლემასაც გადავჭრით"

"ჩვენ შევეჭიდეთ ისეთ პრობლემებს, რომლებიც ქალაქს ათეული წლების განმავლობაში აწუხებდა"- ამის შესახებ რადიო "ძველი ქალაქის" პირდაპირ ეთერში ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა.

 

"რეალურად ჩვენ შევეჭიდეთ ისეთ პრობლემებს, რომლებიც ქალაქს ათეული წლების განმავლობაში აწუხებდა, ეს გახლავთ გარევაჭრობა, ტრანსპორტი, სანაპირო სახლების რეაბილიტაცია, გალერეის პრობლემები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩამონათვალი და მიგვაჩნია რომ ეს პრობლემები ჩვენ უნდა მოვაგვაროთ. აქტიურად ვმუშაობთ როგორც ინფრასტრუქტურის ასევე ფინანსთა სამინისტროსთან. მოლაპარაკებები გვაქვს იბიარდთან.

 

ვფიქრობთ, რომ ქალაქს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მუნიციპალური ტრანსპორტი და ჩვენ ამ პრობლემასაც გადავჭრით"- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, გადაცემაში "მთელი დღე".

წაკითხვა 763 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 03 2019