ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის მერიაში გაეროს ბავშვთა ფონდმა მსოფლიო ბავშვთა დღე აღნიშნა

ქუთაისის მერიაში გაეროს ბავშვთა ფონდმა მსოფლიო ბავშვთა დღე აღნიშნა.


ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი ადგილობრივ ახალგაზრდებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.


შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ბავშვთა უფლებების მნიშვნელობაზე, როგორ გახადონ ქუთაისი ბავშვებისთვის უფრო მორგებული , როგორ შეუძლიათ ბავშვებსა და მოზარდებს ამ პროცესში ჩართვა.


გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მხარდაჭერილი ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში ქუთაისის მუნიციპალიტეტი უკვე ჩართულია.

წაკითხვა 196 ჯერ