ამ გვერდის ამობედვა

„ქუთგანათების სერვისი“ ქალაქის მასშტაბით დიოდური სანათების მონტაჟს აგრძელებს

მერიის ინფორმაციით,ა(ა)იპ „ქუთგანათების სერვისი“ ქალაქის მასშტაბით  დიოდური სანათების მონტაჟს აგრძელებს.

ამჯერად სამუშაოები ლ. მესხიშვილის მე-2 და მე-4 შესახვევებში, ლ. მესხიშვილის მე-4 ჩიხში, ნაფეტვარიძის ქუჩაზე, მესხის მე-2 შესახვევში, ასევე მესხის მე-2 და მე-4 ჩიხებში განხორციელდა.კერძოდ, ძველი 150 ვატიანი ნათურები ე.წ. LED ტიპის 90 ვატიანი სანათებით შეიცვალა.

ა(ა)იპ „ქუთგანათების სერვისის“ მიერ მიმდინარე წელს ჯამში 4000 ცალი ნათურა შიცვლება, რაც ელექტრო ენერგიის ნაკლებ დანახარჯს გამოიწვევს.

აღნიშნული სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება.

წაკითხვა 781 ჯერ