ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისი საუკეთესო პრაქტიკისთვის ორ ნომინაციაში გამარჯვებულია

ქუთაისი საუკეთესო პრაქტიკისთვის ორ ნომინაციაში გამარჯვებულია.


საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ ქუთაისი საუკეთესო პრაქტიკად აღიარებული ორი პროექტის წარდგენისთვის დაჯილდოვდა: ,,საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობა და განვითარების პროექტირებისთვის საერთაშორისო დაფინანსების მოძიების წარმატებული გამოცდილება“;


ასევე, ,,ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება და მონაწილეობითი ეკონომიკური განვითარების ინოვაციური მეთოდების დანერგვისთვის."


,,მადლობა მინდა გადავუხადო ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას და ყველა ექსპერტს, რომლებმაც უმაღლესი შეფასება მისცეს ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებს. მადლობა ჩემს გუნდს, რომელიც მუშაობდა აღნიშნული პროექტების განხორციელებასა და საპროექტო წინადადების მომზადებაზე.


აღსანიშნავია, რომ დონორებთან მუდმივ თანამშრომლობის რეჟიმში ვართ. ქუთაისმა სხვადასხვა საგრანტო კონკურსის ფარგლებში მილიონი ევრო მოიპოვა- რაც, რა თქმა უნდა, ქალაქის განვითარებას და საერთაშორისო ასპარეზზე მის ღირსეულ პოზიციონირებას მოხმარდება,"- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

320436937 522881323218579 1313954488418756172 n

წაკითხვა 231 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 17 2022