ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა

ქუთაისში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა.

მომლოცველ ბავშვებს და სასულიერო პირებს თვითმმართველობის შენობასთან ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ. შობის მახარობლებს ტკბილეული გადასცეს.

 

ალილოს ტრადიციულ მსვლელობას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე ხელმძღვანელობს. შეგროვებული ნობათი საქველმოქმედო მიზნით განაწილდება.

 

"დღეს შობის მახარობლები გვეწვივნენ. მომლოცველებს მერიის წინ შევხვდით და ტკბილეული გადავეცით. ალილოს ტრადიციულ მსვლელობას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე ხელმძღვანელობს. საშობაო მოლოცვა ქუთაისის ქუჩებში მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება.

 

მინდა, მთელს საქართველოს მივულოცო ქრისტესშობის დღესასწაული!,"- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

წაკითხვა 261 ჯერ