ამ გვერდის ამობედვა

იოსებ ხახალეიშვილი მერიის სამსახურების და ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი მერიის სამსახურების და ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა.


ქალაქის მერმა მაქსიმალური ჩართულობა მოითხოვა ყველა სამსახურისგან, რათა ძლიერი ქარის გამო შექმნილი პრობლემები შეძლებისდაგვარად ოპერატიულად იქნეს მოგვარებული.


"მესამე დღე არის უკვე ძლიერი ქარი გვაქვს ქუთაისში. ქარმა მოგლიჯა ხეები, დააზიანა სახურავები, ელექტროგადამცემი ხაზები.


სრულად მობილიზებულია როგორც სპეციალური სამსახურები, ასევე მერიის ყველა სამსახური, რათა დროული და ეფექტური დახმარება აღმოვუჩინოთ დაზარალებულ მოსახლეობას.


ამოქმედებულია ცხელი ხაზი. დღეს კიდევ ერთხელ დავავალე ჩვენი სამსახურების წარმომადგენლებს, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესებში და აქტიური კავშირი ჰქონდეთ მოსახლეობასთან," - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

წაკითხვა 240 ჯერ