ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, მუზეუმის შენობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მოძრაობის წესები დროებით იცვლება

ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, მუზეუმის შენობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, დროებით იცვლება მოძრაობის წესები, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.


"კერძოდ:


სრულად დაიკეტება თბილისის ქუჩა ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის.


მოძრაობა შესაძლებელი იქნება კოსტავას და გელათის ქუჩების გავლით.


ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს კოსტავას ქუჩიდან 26 მაისის ქუჩის მიმართულებით, ხოლო 26 მაისის ქუჩიდან- გელათის ქუჩის გავლით ცენტრალური მოედნისკენ.


იცვლება N19 ავტობუსის სვლაგეზი. M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება ( N19) , თბილისის ქუჩის ნაცვლად, იმოძრავებს კოსტავას ქუჩის გავლით, 26 მაისისა და სოლომონ I -ის ქუჩების კვეთამდე , ხოლო ცენტრალურ მოედნამდე იმოძრავებს 26 მაისისა და გელათის ქუჩების გავლით.


შეზღუდვა იმოქმედებს 30 იანვრის 10:00 საათიდან 9 თებერვლამდე.


ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხების გამო,"- ნათქვამია განცხადებაში.

წაკითხვა 210 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 30 2023

სიახლეები