ამ გვერდის ამობედვა

რეგიონების სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ვირისა და ცხენის ხორცი აღმოაჩინეს

საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვებით მომარაგების საკითხი კიდევ უფრო გამკაცრდება და მეტიც, დარღვევების შემთხვევაში კომპანიას ჯარიმის ნაცვლად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, კომიტეტი შესაბამის კანონპროექტზე უკვე მუშაობს.

 

„ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, კანონის გამკაცრების მიზეზი - რეგიონების საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ცხენისა და ვირის ხორცის; ნედლი რძის ნაცვლად კი რძის ფხვნილისა და პალმის ზეთისგან დამზადებული პროდუქტების აღმოჩენა გახდა.

წაკითხვა 796 ჯერ