ამ გვერდის ამობედვა

უამინდობის გამო ქუთაისში ქალბატონმა კლინიკის ეზოში იმშობიარა

უამინდობის გამო ქუთაისში ქალბატონმა კლინიკის ეზოში იმშობიარა, - ინფორმაციას კლინიკა "ბომონდი" ავრცელებს. მშობიარემ, რომელმაც უამინდობის მიზეზით კლინიკაში დროულად მისვლა ვერ შეძლო, "კლინიკა ბომონდის, ეზოში იმშობიარა.



ქალბატონს ვაჟი შეეძინა. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.



"მშობიარე მარტვილიდან კლინიკაში შემოვიდა ჭინთვებში, რის გამოც მისი გადაყვანა სამშობიარო ბლოკში ვერ მოესწო და მშობიარობის მიღება მოხდა ავტომობილში,"- აცხადებს მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.

წაკითხვა 381 ჯერ

სიახლეები