ამ გვერდის ამობედვა

კლიმატური პირობების გაუარესების გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა ქუთაისში გოდოგნის რეზერვუარის სატრანზიტო თუჯის მაგისტრალი დააზიანა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც FirstNews.ge უცვლელად გთავაზობთ:

"კლიმატური პირობების გაუარესების გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა ქ. ქუთაისში გოდოგნის რეზერვუარის სატრანზიტო თუჯის მაგისტრალი დააზიანა.

 

შედეგად, ამ ეტაპზე წყალმომარაგება შეწყვეტილია საფიჩხიის, კახიანოურის, მუხნარისა და ქალაქ მუზეუმის ადმინისტრაციული ერთეულებისთვის.

 

სტიქიის მიუხედავად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური სამსახური ადგილზე აქტიურად მუშაობს, რათა ადგილობრივ მოსახლეობას წყალმომარაგება სრულად უმოკლეს დროში აღუდგეს.

 

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: www.water.gov.ge

24 საათიან რეჟიმში მუშაობს კომპანიის ცხელი ხაზი: 032 293 00 00

კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო,"- ნათქვამია განცხადებაში.

წაკითხვა 202 ჯერ

სიახლეები