ამ გვერდის ამობედვა

ხვალ, ქუთაისში, უკრაინის სოლიდარობის აქცია - "წინააღმდეგობის ერთი წელი" გაიმართება

24 თებერვალს, ქუთაისში, უკრაინის სოლიდარობის აქცია - "წინააღმდეგობის ერთი წელი" გაიმართება.

სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ცენტრალურ მოედანზე, 14:00 საათზე შეიკრიბებიან და ქუთაისიდან, დაძმობილებულ ქალაქს, მხარდაჭერის ხმას კიდევ ერთხელ გააგონებენ. აქციასთან ერთად იგეგმება პერფორმანსიც.

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის სოლიდარობის მასშტაბური აქცია დაგეგმილია დედაქალაქის მთავარ გამზირზეც.

წაკითხვა 196 ჯერ

სიახლეები