ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მიმდებარედ საქვაბე აფეთქდა,

ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მიმდებარედ საქვაბე აფეთქდა, რის შედეგადაც შენობა მთლიანად დაინგრა.

 ნგრევის შედეგად კლინიკის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა. მათ პირველად სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. როგორც კლინიკის თანამშრომლები აცხადებენ, აფეთქების ხმა მოესმათ და გარეთ გამოსულებს შენობა დანგრეული დახვდათ.

 

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

წაკითხვა 236 ჯერ

სიახლეები