ამ გვერდის ამობედვა

100 დღე მასშტაბური საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოში

100 დღე მასშტაბური საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოში.


21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი, 21 ივნისს საქართველოსა და რუმინეთში საზეიმოდ გაიხსნება. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, მასპინძელ საქართველოს სამ ქალაქში ღონისძიებები გაიმართება და უკუთვლის საათები ჩაირთვება. უკუთვლის საათების ჩართვა სამივე ქალაქში 18:00 საათზეა დაგეგმილი.


ჩემპიონატისადმი მიძღვნილი სპეციალური საათები სამ ქალაქში განთავსდება: ქუთაისში ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ, თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე და ბათუმში ცენტრალური ბულვარის შესასვლელში.


ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელი პირები, ვეტერანი და ახალგაზრდა ფეხბურთელები და ჩემპიონატის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები.

წაკითხვა 194 ჯერ

სიახლეები