ამ გვერდის ამობედვა

"ეს პატარები, თავიანთ თანატოლებთან ერთად, უნდა გაიზარდონ მშვიდობიან და ბავშვისადმი კეთილგანწყობილ სამყაროში"

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს დღე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან ერთად აღნიშნეს. თვითმმართველობის წევრებმა პატარებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.


„ყოველწლიურად, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ერთიანდება დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით. დღეს ჩვენს ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს შევხვდით. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, შევუქმნათ მათ განვითარებისთვის საჭირო პირობები და ინკლუზიური გარემო.


ეს პატარები, თავიანთ თანატოლებთან ერთად, უნდა გაიზარდონ მშვიდობიან და ბავშვისადმი კეთილგანწყობილ სამყაროში.


მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

წაკითხვა 224 ჯერ