April 18, 2024

ორგანიზაცია „ჰერას" თანამედროვე სტანდარტების მობილური მამოგრაფი გადაეცა, რომელიც დასავლეთ საქართველოს რეგიონებს მოემსახურება

საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებული „გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო დახმარებისა და კულტურული პროექტის“ ფარგლებში, ორგანიზაცია „ჰერამ“ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის საფუძველზეც ორგანიზაციას გადაეცა თანამედროვე სტანდარტების მობილური მამოგრაფი.

„ჰერამ“ საკუთარი სახსრებით უზრუნველყო შესაბამისი სპეციფიკაციის ავტომანქანა მამოგრაფიის აპარატის განსათავსებლად და გასასინჯი ოთახებისთვის.

 

ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სარძევე ჯირკვლის კიბოს სკრინინგია, რაც დაავადების ადრეულ გამოვლენას და შესაბამისად განკურნების მაღალ მაჩვენებელს განაპირობებს. სარძევე ჯირკვლის კიბო ქალებს შორის ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა მსოფლიოში და საქართველოში ქალთა სიკვდილიანობის უპირველეს მიზეზს წარმოადგენს.

 

პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებსა და სოფლებში, საიდანაც ქალბატონებს ძირითადად ტრანსპორტირებასთან და ქალაქში გადაადგილებასთან დაკავშირებული ხარჯების პრობლემა აქვთ, ან დატვირთული გრაფიკის გამო ვერ ახერხებენ კლინიკაში მისვლას.

 

მობილური კლინიკა უფასოდ მოემსახურება იმერეთის, ასევე დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებს დაავადებათა ადრეული გამოვლენის და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

 

„ჰერას“ კლინიკაში ჩატარდა მობილური კლინიკის გახსნის ცერემონია, რომელსაც იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა , იმერეთის რეგიონის და ქალაქ ქუთაისის მთავრობის ხელმძღვანელი პირები, ნაციონალურ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობა და სხვა წამყვანი კლინიკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წაკითხვა 754 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.