ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის  მერიის ორგანიზებით,  მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტის შესამუშავებლად, საჯარო შეხვედრა გაიმართა

ქუთაისის  მერიის ორგანიზებით,  მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტის შესამუშავებლად, საჯარო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრას ესწრებოდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე,  ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. 



2015 წელს საქართველო შეუერთდა გაეროს  რეზოლუციას  და მიიღო გადაწყვეტილება,  ქვეყანაში განხორციელდეს  2030 წლისთვის დასახული  მდგრადი განვითარების მიზნები და ამოცანები. დაიწყო  მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაცია, ეროვნულ სტრატეგიებში მათი ინტეგრაცია, ამოცანების შესრულების მონიტორინგი, პროგრესის შეფასებისა და ანგარიშგების სიტემის ჩამოყალიბება. 



ქუთაისის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველია 18 მუნიციპალიტეტს შორის საქართველოში, რომელმაც მუშაობა დაიწყო მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივ დონეზე დასანერგად. 



 „დღეს გაიმართა საჯარო შეხვედრა მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტის შესამუშავებლად. 


შეხვედრაზე  ყველა დაინტერესებულ მხარესთან ვისაუბრეთ ღიად და საჯაროდ, მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში, არსებული საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით.


განვიხილეთ  მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების ადგილობრივ დონეზე დანერგვის საკითხები. 


მომდევნო ეტაპზე, ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში , შემუშავდება და ქუთაისის საკრებულოს მიერ დამტკიცდება მდგრადი განვითარების მიზნების ქუთაისის  მუნიციპალური დოკუმენტი.


ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისთვის გაწეული ძალისხმევის პარალელურად, ჩვენც აქტიურად ვმუშაობთ  ადგილობრივ თვითმმართველობაში მდგრადი განვითრების  დანერგვასა და ქალაქის სწორედ ამ მიმართულებით განვითარებაზე,”- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

336593396 1493147441092674 641808260975974754 n

წაკითხვა 209 ჯერ