ამ გვერდის ამობედვა

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“.


კონკურსის მიზანია:


. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა;
. ახალგაზრდული საქმიანობის განვითარება;
. ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მხარდაჭერა;
. ახალგაზრდებისთვის არაძალადობრივი, უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
. ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისა და დასაქმების ხელშეწყობა;
. ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სისტემის გაუმჯობესება;
. საგანმანათლებლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი პროექტების წახალისება;
. ახალგაზრდებში ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციების განვითარება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელების პროცესში;
. მასობრივი სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა.

განაცხადების წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 27 მარტიდან 14 აპრილამდე.

წაკითხვა 196 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 24 2023