ამ გვერდის ამობედვა

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" მიკროგრანტების პროგრამის 2023 წლის რაუნდი იწყება

 
სააგენტო "აწარმოე საქართველოში" მიკროგრანტების პროგრამის 2023 წლის რაუნდი იწყება

 

პროგრამა მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
 
საგრანტო პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, სააგენტოს მხრიდან დაგეგმილია საინფორმაციო კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონის მუნიციპალიტეტებში.
 
მიმდინარე წლის 30 მარტს, 11:00 საათზე, ქუთაისის მერიის სხდომათა დარბაზში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა აღნიშნული პროგრამის შესახებ.
წაკითხვა 252 ჯერ