ამ გვერდის ამობედვა

იოსებ ხახალეიშვილი და ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდნენ

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდნენ.


შეხვედრაზე ისაუბრეს სივრცითი დაგეგმვის და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმარების პოლიტიკის განსაზღვრასა და ღონისძიებების გატარების საჭიროებაზე.


ქუთაისში სივრცითი დაგეგმარების პოლიტიკის შემუშავება, კოორდინაცია და მართვა- ამ საკითხებზე მსჯელობის დროს, გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს ქალაქის დაგეგმარებისას.


სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, ტერიტორიების გამოყენებისა და განვითარების მოწესრიგების მიზნით, შეიქმნება სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშნებლობითი გეგმების კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ქალაქის სივრცის დაგეგმარებისას ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების წინასწარ შეფასებას, ასევე განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვას.

წაკითხვა 206 ჯერ

სიახლეები