ამ გვერდის ამობედვა

FirstNews.ge-მ სააღდგომოდ საქველმოქმედო აქტივობა განახორციელა

დღეს, FirstNews.ge-მ მორიგი საქველმოქმედო აქტივობა განახორციელა. ქუთაისში რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს, მოხუცებსა და დევნილებს სურსათი, პასკები, ჭურჭელი, ტკბილეული და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.

შევეცადეთ მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახები სააღდგომოდ კიდევ ერთხელ გაგვეხარებინა. მათი გაბრწყინებული თვალებისთვის და იმ ემოციისთვის, რასაც ვიღებთ, ეს კეთილი საქმე ნამდვილად ღირს.

 

აღნიშნულ ქველმოქმედებაში მონაწილეობა მიიღო საცხობ - საკონდიტრო "ლაზიერმა" და ჭურჭლის მაღაზია "აზიტამ". მადლობა ჩვენთან ერთად იმ ადამიანებს, ვინც გვერდით გვიდგას და გვაქვს შესაძლებლობა ვაკეთოთ სიკეთე.

 

"ლაზიერი" ცდილობს ყოველ დღესასწაულზე მიიღოს მონაწილეობა ქველმოქმედებაში. ჩვენი უგემრიელესი პასკებით ვულამაზებთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მოხუცებსა და მრავალშვილიან ოჯახებს. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის საინფორმაციო სააგენტოს Firstnews.ge-ს,"- განაცხადა ჩვენთან საუბარში საცხობ - საკონდიტრო "ლაზიერის" ხელმძღვანელმა თამარ კვაშილავამ.

 

#სააღდგომოსაქველმოქმედოაქტივობა

#სიკეთეგადამდებია

 

340559629 224129470210851 6767664132408513061 n

წაკითხვა 542 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 11 2023

სიახლეები