ამ გვერდის ამობედვა

"სხვადასხვა კუთხიდან უნდა დავინახოთ ქალაქის განვითარების არეალი და მიმართულება, რომ ქუთაისი იყოს მომავლისთვის მზა ქალაქი"

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობდა ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP)ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაში.


პირველი რეგიონული შეხვედრა ბრიუსელში გაიმართა და მას ესწრებოდნენ პროექტში გამარჯვებული ქალაქების მერები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან და უკრაინიდან.


მერებმა წარმოადგინეს თავიანთ ქალაქებში მიმდინარე სამუშაოების პორტფოლიო, გააზიარეს გამოცდილება , იმსჯელეს იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდონ ეფექტურობა და კონკრეტულად როგორ განახორციელონ პროექტის მიზნები.


ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ისაუბრა ქუთაისის ეკო სმარტ ქალაქად ტრანსფორმაციის მიმდინარეობასა და მიზნებზე.


„ქალაქი არის ცოცხალი ორგანიზმი. იმისათვის, რომ მივიღოთ ყოვლისმომცველი შედეგი, ჩვენ კომპლექსურად, სხვადასხვა კუთხიდან უნდა დავინახოთ ქალაქის განვითარების არეალი და მიმართულება, რომ ქუთაისი იყოს მომავლისთვის მზა ქალაქი. ინიციატივამ „მერები ეკონომიკური ზრდისთვის „ (M4EG) მოგვცა საშუალება, რომ დაგვეწყო მუშაობა ქუთაისის, როგორც ეკო სმარტ ქალაქის პორტფოლიოზე. ამ პროექტის მეშვეობით, ქუთაისი უფრო მიმზიდველი გახდება ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტიციებისათვის,“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

წაკითხვა 185 ჯერ

სიახლეები