ამ გვერდის ამობედვა

პირველ და 2 მაისს ქუთაისში სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

"ქუთაისქალაქობა 2023 -ის’’ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, პირველ და 2 მაისს ქუთაისში ნაწილობრივ შეიზღუდება სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა.


კერძოდ:


1 მაისს, 12:00 საათიდან , ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა და პარკირება ცისფერყანწელთა ქუჩაზე.


2 მაისს, 08:00 საათიდან, სრულად შეიზღუდება მოძრაობა და პარკირება :


ცისფერყანწელთა ქუჩაზე, თეთრ ხიდის მიმდებარედ, პუშკინის ქუჩის კვეთამდე

;
შოთა რუსთაველის გამზირზე, წმ.ნინოს ქუჩის კვეთამდე;


აკაკი წერეთლის ქუჩაზე, პუშკინის ქუჩის კვეთამდე;


თამარ მეფის ქუჩაზე, გოგებაშვილის ქუჩის აღმართიდან გელათის ქუჩის დასაწყისამდე;


მ.ბროსეს ქუჩაზე, (სასტუმროდან ,,ნიუპორტი’’) ვარლამიშვილის ქუჩის კვეთამდე;


ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე, კოლუმბია-მისურის ქუჩის კვეთიდან წმ.ნინოს ქუჩის კვეთამდე.

წაკითხვა 178 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 01 2023