ამ გვერდის ამობედვა

იოსებ ხახალეიშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს შოთა ჩიხლაძეს ესტუმრა

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს შოთა ჩიხლაძეს ესტუმრა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა 101 წლის თანაქალაქელს.


"78 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან. ძალიან ცოტანი დარჩნენ ჩვენს გვერდით იმ ომის მონაწილეები - ადამიანები, რომლებმაც იბრძოლეს და გაიმარჯვეს.


დღეს ერთ-ერთ მათგანს, ბატონ შოთა ჩიხლაძეს სახლში ვესტუმრე და გამარჯვების დღე მივულოცე.
9 მაისი კიდევ ერთხელ შეხსენებაა იმისა, რა საშინელებაა ომი.

მშვიდობიან სამყაროში გვეცხოვროს!"' - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.


საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.

წაკითხვა 206 ჯერ

სიახლეები