ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზო გაბრიაძის წიგნის "ჩემი პატარა ქალაქი " წარდგენა გაიმართა
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზო გაბრიაძის წიგნის "ჩემი პატარა ქალაქი " წარდგენა გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ : ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, მწერლის შვილი, რეჟისორი ლევან გაბრიაძე. საღამო მიჰყავდა თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძეს.
რეზო გაბრიაძის შემოქმედების თაყვანისმცემლებმა ისაუბრეს მწერლის შემოქმედებასა და მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე მშობლიურ ქალაქთან.
"რეზო გაბრიაძის წიგნი " ჩემი პატარა ქალაქი " ახლახან გამოვიდა და მაშინვე ბესტსელერად იქცა მოხარული ვარ, რომ წიგნი დაიბეჭდა მწერლის მშობლიური ქალაქის, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით და ბატონი ლევან გაბრიაძის უშუალო მონაწილეობით.
დღეს რეზო გაბრიაძის შემოქმედების მოყვარული ადამიანები შევიკრიბეთ წიგნის პრეზენტაციაზე და კიდევ ერთხელ, ერთად გავიხსენეთ გაბრიაძის უკვდავი ფრაზები და პერსონაჟები,"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
პრეზენტაციაზე ნაჩვენები იქნა რეზო გაბრიაძის ანიმაციური, ავტობიოგრაფიული ფილმი " ჰარი -ჰარალე, დედაო!"
სიახლეები
- „რუსეთს იმედი აქვს, რომ „თეთრ სახლში თავის კაცს დასვამს“ და ამით ნატოს ძლიერებას დაასუსტებს“ – უცხოური პრესა
- "ცვლილებები ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, ვერ დაიგეგმება გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ მესამე მოსმენით მიიღება კანონი"- პრემიერი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისისთვის
- "სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ტყუილად არ დაუკავებიათ არავინ, ეს ადამიანები ახორციელებდნენ ძალადობას"
- "გდდ-ს ყველა თანამშრომელი ეჭვმიტანილია არაადამიანურ მოპყრობაში, წამებასა და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში"