დღეს, ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია People in Need-მა რეგიონალური შეხვედრა მოაწყო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, იმერეთის რეგიონალური და მუნიციპალური მთავრობების  წარმომადგენლებმა, იმერეთის ფერმერებმა, კოოპერატივების და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.

 

დღეს, ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ People in Need და პარტნიორმა ორგანიზაციამ „სოფლად თემთა განვითრების სააგენტო“ (RCDA), იმერეთის რეგიონალური ადმინისტრაციის  რწმუნებულის  -გუბერნატორის ხელშეწყობით ორგანიზება გაუკეთეს რეგიონალურ შეხვედრას, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი  ვაჭრობის მხარდასაჭერად“ ჩატარდა.

 

რეგიონალურ შეხვედრას დაესწრო 50-მდე ფერმერი და კერძო ბიზნესის წარმომადგენელი,  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები,  სოფლისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც იმსჯელეს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.

 

შეხვედრა ოფიციალურად გახსნეს People in Need-ის წარმომადგენელმა ნანა ფერაძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია „სოფლად თემთა განვითარების სააგენტო“-ს ხელმძღვანელმა როსტომ გამისონიამ.

 

„დღევანდელი რეგიონალური შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც კერძო, არასამთავრობო და საჯარო სექტორების წარმომადგენლების მიერ განხილულ იქნა ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის გამოწვევები და შესაძლებლობები. აგრეთვე მოხდა მსჯელობა შეთანხმების მნიშვნელობაზე და გზებზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ადგილობრივმა მეწარმეებმა მეტი სარგებელი მიიღონ აღნიშნული შეთანხმებით.“ -  განაცხადა   FirstNews.ge-თან საუბარში People in Need-ის წარმომადგენელმა ნანა ფერაძემ.

 

შეხვედრაზე საშუალება მიეცათ დაინტერესებულ მხარეებს ემსჯელათ ევროკავშირთან  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების ფარგლებში (DCFTA) არსებულ  გამოწვევებზე  და განეხილათ მთავრობის როლი ამ გამოწვევების საპასუხო საადაპტაციო პოლიტიკის ფორმირებაში.

 

Captureiv

 

რეგიონალური შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო ხელი შეეწყო დიალოგისთვის ფერმერებს, ბიზნესს და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის, რაც საქართველოში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.  შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ თემებზე როგორიცაა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება,  გამოწვევები და შესაძლებლობები მცირე ფერმერული მეურნეობების,  სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების და მცირე და საშუალო ბიზნესისათვის.

 

პროექტი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობისადმი ევროკავშირის დახმარების შემადგენელ ნაწილს, მიმართულია რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებასა და მათი მეშვეობით აგრარულ რეგიონებში ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე, რომელმაც მომავალში ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირთან.

წაკითხვა 1132 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 28 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.