April 25, 2024

ქართულ-გერმანული ცენტრი ქუთასში საქველმოქმედო აქციებს აგრძელებს

ხვალ, 13:00 საათზე, ქუთაისში არსებული ქართულ-გერმანული ცენტრის ორგანიზებითა და ქალაქ ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, მადლიერების სახლში, საქველმოქმედო აქცია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარებს გერმანელი მეგობრების მიერ სპეციალურად მათთვის მოქსოვილი თბილი სამოსი,  პლედები და ტანსაცმელი გადაეცემათ.

აქციაში მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილე ქალბატონი ნინო თვალთვაძე.

 

აქციის ინიციატორები გერმანიის ქალაქ ვადერნში მცხოვრები მიულერების ოჯახია, რომლებთანაც ქართულ-გერმანულ ცენტრს მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ განსაკუთრებული ინტენსივობით გამოირჩევა ჰუმანიტარული მიმართულება. წლების განმავლობაში მიულერების ოჯახი ეწევა სხვადასხვა სახის საქველმოქმედო საქმიანობას ქუთაისში, იქნება ეს მოხუცთა სახლების, კლინიკების, სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა თუ მადლიერების სახლისთვის სამზარეულო აღჭურვილობისა და ავეჯის შეძენა.

 

ქართულ-გერმანული პარტნიორობა სიკეთისათვის მომავალშიც გაგრძელდება .

წაკითხვა 899 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.