საზღვრისპირა სოფლებში მორიგი ჰუმანიტარული აქცია გაიმართა

სოფელ პერევში და ჯრიაში მორიგი ჰუმანიტარული აქცია გაიმართა.

ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა სოფლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ,  ქალაქ ფრანკფურტის აღმოსავლეთ ევროპულ–გერმანული ასოციაციის პრეზიდენტმა ეკონომიკისა და კულტურის დარგში, ნინო ყამბეგაშვილმა და საჩხერის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯარო სკოლებში მოსწავლეებს სასკოლო ნივთები და ტანსაცმელი გადასცეს საჩუქრად.  ასევე, აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცები მოინახულეს და მათ პროდუქტები ჩაუტანეს.

 

"ჩვენი ეგიდით და საზოგადოების ჩართულობით იმერეთში არაერთი ჰუმანიტარული აქცია გვაქვს განხორციელებული. მათ შორის ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა სოფლებში, პერიოდულად ვმართავთ სამედიცინო და სოციალურ აქციებს. თითოეული ჩვენგანის თანამონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით დაგვიდგა. მართალია ეს მცირედია, თუმცა ყურადღება ნებისმიერი ადამიანისთვის არის სასიამოვნო.  დღევანდელი აქცია კიდევ ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ სახელმწიფოსთან ერთად მზად არიან გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტები, გაინაწილონ სოციალური პასუხისმგებლობა და დაეხმარონ საქართველოში მცხოვრებ შეჭირვებულ ადამიანებს,“–შავლეგო ტაბატაძე. აქციის ფარგლებში ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს მუსიკალური ინსტრუმენტები გადაეცა.

წაკითხვა 712 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.