ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის მადლიერების სახლში საქველმოქმედო აქცია გაიმართა

ქუთაისის მადლიერების სახლში, ქალაქში არსებული ქართულ-გერმანული ცენტრის ორგანიზებითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით საქველმოქმედო აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარებს გადაეცათ გერმანელი მეგობრების მიერ გამოგზავნილი ტანსაცმელი, ხელით მოქსოვილი თბილი სამოსი და პლედები.

აქციაში, რომლის ინიციატორი გერმანიაში მცხოვრები ოჯახია, მონაწილეობა მიიღო ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ. ქართულ-გერმანული ცენტრი სხვადასხვა სახის საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა ქუთაისში, იქნება ეს მოხუცთა სახლების, კლინიკების, სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა თუ მადლიერების სახლისთვის სამზარეულო აღჭურვილობისა და ავეჯის შეძენა.

წაკითხვა 805 ჯერ

სიახლეები