ამ გვერდის ამობედვა

იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის სკოლების იმ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებმაც განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის სკოლების იმ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებმაც განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს სხვადასხვა კონკურსებსა თუ ფესტივალებზე.


შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკრებულოს განათლების,კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე ბექა ქებულაძე და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი მარინა მარჯანიშვილი.


ქუთაისის სასკოლო თეატრალური ფესტივალის გამარჯვებულმა 31-ე საჯარო სკოლის დასმა მონაწილეობა მიიღო თურქეთში, სიდეს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში და საუკეთესო სპექტაკლის ნომინაცია მოიპოვა.


ნორჩი მსახიობები და ინტელექტუალური თამაშების „რა?სად?როდის?“ და „ბრეინ რინგის“ საქალაქო ტურნირებში გამარჯვებული სკოლების მოსწავლეები ქალაქის მერმა სიგელებით და წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერებით დააჯილდოვა.


„მოხარული ვარ, რომ დღეს შევხვდი ჩვენი ქალაქის გამორჩეულ მოსწავლეებს, რომლებმაც, კარგად სწავლის პარალელურად, თავი სხვადასხვა მიმართულებითაც გამოიჩინეს.


საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მონაწილე ნორჩი მსახიობები და ინტელექტუალური თამაშების გამარჯვებულები დავაჯილდოვეთ, რომლებიც მალე კიდევ უფრო მეტ წარმატებებს მიაღწევენ და მშობლიურ ქალაქს არაერთხელ ასახელებენ.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

წაკითხვა 256 ჯერ