ქუთაისში საქართველოს დამსახურებული არტისტის ლამარა ვაშაკიძის საიუბილეო საღამო გაიმართა
ქუთაისში საქართველოს დამსახურებული არტისტის ლამარა ვაშაკიძის საიუბილეო საღამო გაიმართა.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობის 90 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მსახიობის კოლეგებმა გაიხსენეს ლამარა ვაშაკიძის მიერ განვლილი შემოქმედებითი გზა და მისი როლები.
"ქუთაისელი მსახიობი და გამორჩეული ქალბატონი ლამარა ვაშაკიძე იუბილარია. 90 წლის არტისტი დღემდე სცენაზეა და მსახიობის ურთულეს პროფესიას კვლავ ღირსეულად წარმოაჩენს. ჩვენ გვახსოვს მის მიერ შექმნილი არაერთი სასცენო პერსონაჟი და ჩვენი თეატრის სცენაზე შესრულებული როლები. დღეს მშობლიურმა ქალაქმა საიუბილეო საღამო მოუწყო ღვაწლმოსილ არტისტს.
ვულოცავ ქალბატონ ლამარას იუბილეს!
დიდხანს და მხნედ იყოს !" - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი