K2 კოეფიციენტთან დაკავშირებით შეზღუდვები ბათუმშიც დაწესდა

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმში K2 კოეფიციენტთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესდა.

 

საკრებულოს გადაწყვეტილებით, მცირე ნაკვეთებზე ინდივიდუალურად, მრავალსართულიანი შენობების განთავსება იზღუდება. მაგალითად, თუ მესაკუთრეს 600-დან 1200 კვადრატულ მეტრამდე მიწის ნაკვეთი აქვს და ტერიტორიაზე მშენებლობას გეგმავს, K2 კოეფიციენტს 50 % -ზე მეტად ვერ გაზრდის, 2500 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი მშენებელობის საკითხს კი კვლავ ზონალური საბჭო განიხილვას.

 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხსნის წინ, თბილისის მერმა, კახა კალაძემაც დაანონსა გადაწყვეტილება K2 კოეფიციენტის გაყიდვის აკრძალვის შესახებ და ამ ცვლილებით თბილისის მერი ქალაქის „ქაოტური განაშენიანების“ შეზღუდვას გეგმავს, თუმცა ეს შეზღუდვა უკვე გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე არ გავრცელდება.

 

ამასთან, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და K2 კოეფიციენტთან დაკავშირებული ცვლილებები ერთდროულად დამტკიცდება.

 

ცნობისთვის, მიწის ფართობი მრავლდება K2 კოეფიციენტზე და იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა მოცულობის შენობის აშენების ნებართვა უნდა გაიცეს დეველოპერზე. მაგალითად, თუ მიწის ნაკვეთი 400 კვ.მ-ია, ნორმატიული K2 კი 1.8, საპროექტო K2-ს მივიღებთ : 400*1.8=720 კვ.მ (ესე იგი შენობის სართულების საერთო ფართი არ უნდა აღემატებოდეს 720 კვ.მ-ს.

წაკითხვა 736 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.