March 28, 2024

" არავითარ შემთხვევაში არ მოვაწერთ ხელს, თუ ობიექტი მდგრადი არ იქნება და დასკვნა არ დაიდება"

ქუთაისში ყოფილი ქარხნის შენობის "საქართველოს კულტურის პალატისთვის" უსასყიდლოდ გადაცემასთან ერთად, დაპირისპირების მიზეზი შენობის მდგრადობის შესწავლის საკითხიც გახდა.

 

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, შენობაში კონცერტები ისე ტარდება რომ შენობის მდგრადობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს.

 

საკითხთან დაკავშირებით კითხვები ქონდა "ევროპული საქართველოს" წევრსაც, მერაბ მეშველიანის განცხადებით, დაუშვებელია, მსგავსი ტიპის ღონისძიების გამართვა შენობაში, სადაც მდგრადობა შემოწმებული არ არის.

 

"გამოდის, რომ შენობაში კონცერტი, მდგრადობის დასკვნის გარეშე გაიმართა და ახლაც ასე მოხდება"-განაცხადეს დეპუტატებმა.

 

ოპოზიციას მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა გიორგი გიორგობიანმა უპასუხა. გიორგობიანმა განაცხადა, რომ შენობის მდგრადობის შესწავლა ამ წუთებში მიმდინარეობს და ხელშეკრულება აღნიშნული დასკვნის გარეშე არ გაფორმდება.

 

"საქართველოს კულტურის პალატის" თავმჯდომარის დავით ოქიტაშვილის განცხადებით, შენობის მდგრადობის შესწავლა, წინა წელსაც მოხდა და ამისთვის უცხოეთიდან ჩამოყვანილმა ჯგუფმა იმუშავა. მან საკრებულოში მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა.

 

"ბოდიშს ვიხდით, რაღაც ინციდენტი მოხდა, მაგრამ მე შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, ორი დღის განმავლობაში გიგა შუშანია რა სიტყვებით მოგვიხსენიებდა. ჩვენს ოჯახებსაც შეეხო და ჩვენ ვართ თურმე თაღლითები. მე თუ ვარ თაღლითი, მე მომმართონ და ოჯახებს ნუ ეხებიან. რაც შეეხება დასკვნას, ამ წუთებში სამხარაულის ექსპერტები მუშაობენ ამ ობიექტზე. დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ობიექტი არის მდგრადი. არავითარ შემთხვევაში არ მოვაწერთ ხელს, თუ არ იქნება მდგრადი და დასკვნა არ დაიდება. ჩვენ ვიხდით ექსპერტიზის დასკვნის მომსახურების თანხას, ჩვენ არ მოგვითხოვია არცერთი თეთრი ბიუჯეტიდან და არც მოვითხოვთ. ჩვენი მთავარი მოტივი ისაა, რომ აქაური ახალგაზრდები იმსახურებენ, რომ თბილსსა და ბათუმში კი არ იარონ ღონისძიებზე, არამედ მათ ქონდეთ ეს ფართი. ჩვენ ორი თავი არ გავქვს, რომ კონცერტი ჩავატაროთ და ადამიანებს საფრთხე შევუქმნათ. წინა კონცერტზეც შემოწმდა შენობა და ყოველ ჯერზე შემოწმდება“, -განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

 

მისი თქმით, შენობასთან ერთად მიღებული მიწის ნაკვეთი ღია ცის ქვეშ გასამართი ღონისძიებებისთვის ჭირდება. ადგილზე ეკრანი განთავსდება და თამაშების ტრანსლირება მოხდება.

 

შეგახსენებთ, "საქართველოს კულტურის პალატისთვის" შენობის გადაცემის საკითხს საკრებულოზე დაპირისპირება მოყვა.

 

წყარო:http://newpress.ge

წაკითხვა 788 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 07 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.