"ისინი ზრუნავენ სუფთა გარემოზე და მათი საქმიანობა ნამდვილად დასაფასებელია"– შავლეგო ტაბატაძე
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ ქალთა საერთაშორისო დღე იმერეთის რეგიონის ყველაზე ასაკოვან მეეზოვეს 81 წლის მარგალიტა აბრამიძესა და ყველაზე დაბალი ასაკის მქონე 21 წლის მეეზოვეს ლოლიტა თუთაშვილს მიულოცა.
მარგალიტა აბრამიძე 7 წელია ვანის მუნიციპალიტეტში დასუფთავების სამსახურში მუშაობს, ხოლო ლოლიტა თუთაშვილი 1 წელია ბაღდათის მუნიციპალიტეტის სუფთა გარემოზე ზრუნავს.
,,8 მარტი სიმბოლურად იმერეთის უხუცესსა და ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვეს მივულოცე. აღნიშნული პროფესიის ადამიანები ზრუნავენ სუფთა გარემოზე და მათი საქმიანობა ნამდვილად დასაფასებელია. ისინი სამუშაოს ყველაზე ადრე იწყებენ და შეიძლება ითქვას, რომ გვიან ამთავრეებენ. ამ ორი თაობის მეეზოვეს ერთი მიზანი აქვს ემსახუროს საკუთარ მუნიციპალიტეტს და დილით გამოსულ მოქალაქეებს დაახვედროს მოწესრიგებული ქუჩები. მე მადლობა მინდა გადავუხადო თითოელ მათგანს, გაწეული სამსახურისთვის. ამ დღეს ვულოცავ ყველა ქალბატონს, განსაკუთრებით კი მეეზოვე ქალბატონებს და ვუსურვებ წარმატებებს,”-შავლეგო ტაბატაძე.
იმერეთის რეგიონში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 12–ვე მუნიციპალიტეტში იმართება.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი