ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, რკინიგზის გადასასვლელთან სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს ქუთაისის მერიასთან ერთად, წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.
ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის მერი. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, გუგუნავას ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე, უხვი ნალექის დროს წყალი დგებოდა და გადაადგილების დროს მოქალაქეებს დისკომფორტს უქმნიდა.
"აღნიშნული ტერიტორია უხვი ნალექის დროს ყოველთვის იტბორებოდა, რაც პრობლემებს უქმნიდა მოსახლეობას. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად, რათა დროულად მოხდეს პრობლემის მოგვარება,"- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
სიახლეები
- "საქართველო ჩამოდგა რუსთაველზე საქართველოს გადასარჩენად" - თაკო ჩარკვიანი
- "ივანიშვილის უძლეველობის მითი დანგრეულია" - გიორგი გახარია
- "არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს, საქართველოს გზა ევროპაშია"- ბუდუ ზივზივაძე
- Anonymous-ი აცხადებს, რომ საქართველოს შს სამინისტროს ვებგვერდი გატეხა
- "არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა, თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას, არა რუსეთს!" - გიორგი ქოჩორაშვილი