ამ გვერდის ამობედვა

მოსახლეობასთან გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშით დღეს, ქუთაისის საკრებულოს წევრები მამუკა რიჟამაძე და ბესო ხამაშურიძე წარდგენენ

მოსახლეობასთან გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშით დღეს, ქუთაისის საკრებულოს წევრები მამუკა რიჟამაძე და ბესო ხამაშურიძე წარდგენენ. შეხვედრად ესწრებოდნენ სმენის შეზღუდვის მქონე პირები, რომლებმაც ანგარიში შესახებ ინფორმაცია ჟესტური ენის სპეციალისტის საშუალებით მიიღეს.


მამუკა რიჟამაძემ ისაუბრა როგორც საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის მუშაობის შესახებ, ასევე ვაკისუბნისა და სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულში შესრულებულ პროექტებზე.


მიმდინარე წელს გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის ფორმატში ისაუბრა საკრებულოს წევრმა, ბესო ხამაშურიძემ.


დღეს მოსახლეობის წინაშე ანგარიშით წარვდექი. ვისაუბრე როგორც საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის მუშაობის შესახებ, ასევე ჩემს სამაჟორიტარო ორ ოლქში (ვაკისუბანი და სულხან-საბა) შესრულებულ სამუშაოებზე. მოსახლეობასთან ერთად განვიხილე ის საკითხები, რომელიც მათთვის პრიორიტეტულია და სურვილი აქვთ მომდევნო წლის ბიუჯეტში იქნას გათვალისწინებული.


ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ დღეს ანგარიშს ესწრებოდნენ სმენის შეზღუდვის მქონე პირები. მინდა მადლობა ვუთხრა მათ ჩართულობისთის და იმ დამოკიდებულებისთვის რასაც ისინი ჩემს მიმართ გამოხატავენ.


ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ მარი ასათიანს, რომელიც უანგაროდ დგას ჩვენს გვერდით და გვეხმარება კომუნიკაციის დამყარებაში მამუკა რიჟამაძე-ქუთაისის საკრებულოს წევრი, სულხან-საბასა და ვაკისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი.

 

393790315 233105906148216 1454968420258140244 n

წაკითხვა 188 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 17 2023

სიახლეები