ამ გვერდის ამობედვა

ირაკლი შენგელია სხვადასხვა ლოკაციაზე დატბორვის შედეგად მიყენებულ ზარალს ადგილზე გაეცნო

გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა, ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე, ასევე გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში საცხოვრებელი სივრცეების დატბორვა გამოიწვია.


ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე , ირაკლი შენგელია სხვადასხვა ლოკაციაზე, დატბორვის შედეგად მიყენებულ ზარალს ადგილზე გაეცნო და ყველა დაზარალებულს, კომპენტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.


მერიის შესაბამისი სამსახურები და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის თანამშრომლები, მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ დახმარებოდნენ მოქალაქეებს, რომ ნაკლები ზიანი მიდგომოდათ მათ სახცოვრებელ სახლებს.


ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქის უმეტეს ნაწილში, ქვა-ღორღიდან იწმინდება სანიაღვრე არხები და შემკრები კოლექტორები.

წაკითხვა 160 ჯერ