ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.

ქუთაისში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებაც გაიმართა.


ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილი იყო საახალწლო სოფელი, სადაც ადგილობრივი მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა, აქვე შეიძლებოდა გემრიელი კერძების და ცხელი სასმელის დაგემოვნება.საბავშვო სივრცეში პატარებს თოვლის ბაბუა, ზღაპრის გმირები და ჯამბაზები ეგებებოდნენ.


გაიმართა მოსიარულე ორკესტრის შოუ და საბავშვო კონცერტები. მოედანზე შეკრებილ ადამიანებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ.

 

413905639 772695678236327 281437920701948591 n


"დამდეგ შობა-ახალ წელს ვულოცავ ჩემს თანაქალაქელებს, იმათ, ვინც ახლა ამ მოედანზე დგას , ვინც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია, მაგრამ იქედანაც გვიყურებენ, ვულოცავ ჩვენი ქალაქის სტუმრებს!


დღეს ერთად ჩავიფიქრეთ სურვილები და ერთად ავანთეთ ჩვენი ულამაზესი ნაძვის ხე. მშვიდობის, წარმატებების, სიხარულის და ბედნიერების იყოს 2024 წელი ქუთაისისთვის, საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის!"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.


ღონისძიებები დასრულდა "ღამის შოუს ბენდის" კონცერტითა და ფოიერვერკით.

წაკითხვა 125 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 24 2023