ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის მერია განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც FirstNews.ge უცვლელად გთავაზობთ:

"ქუთაისის ცენტრალური ბულვარი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ის ქალაქის საკუთრებაა!


წლების განმავლობაში ხდებოდა ბულვარში არსებული ფართის უკანონოდ მითვისება. სასამართლომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.


უახლოეს დღეებში დაიწყება სკვერის სრული რეაბილიტაცია და დაზუსტებით ვაცხადებთ, რომ იქ არანაირი კვების ობიექტი არ განთავსდება! ბულვარში მხოლოდ მულტიფუნქციური შეხვედრების ადგილი იქნება,"- ნათქვამია განცხადებაში.

წაკითხვა 136 ჯერ