ქუთაისში, ინდოეთის რამდენიმე მოქალაქე დააკავეს
ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე ინდოეთის რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავება ნარკოდანაშაულს უკავშირდება.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ინდოელები სამართალდამცველებმა დილით წაიყვანეს. მათივე თქმით, აღნიშნული პირები კორპუსში ერთი კვირის წინ გადავიდნენ და რას საქმიანობდნენ მათთვის უცნობია. დაკავების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. მომხდარზე უწყებაში განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.
სიახლეები
- "უკრაინისთვის საკვანძო სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ დასავლეთის გადაწყვეტილებები ძალიან ნელია" - ზელენსკი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 მაისისთვის
- "პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ 1 402 000 შეადგინა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია" - ლევან დავითაშვილი
- ირანის პრეზიდენტის ცხედარს თავრიზიდან მეშჰედში გადაასვენებენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში