ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 28-ე სხდომა გაიმართა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა რიგით 28-ე სხდომაზე, დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცეს.


სხდომას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა. ცვლილება შევიდა საკრებულოს 2022 წლის 25 მაისის N23 დადგენილებაში, რის შედეგადაც მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურს დაევალება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.


აუდიტორული კომპანიის მიერ განისაზღვრა მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული ზონებისა და ქვეზონების საპრივატიზაციო ღირებულება.


ცვლილება შევიდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის #23 დადგენილებაში.


საკითხის შესაბამისად მოხდა ტექნიკური შეცდომის გასწორება.


ცნობად იქნა მიღებული ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაფუძნების შესახებ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს2021 წლის 3 დეკემბრის #13 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.


საკითხის თანახმად უძრავი ქონება (ავეჯი) უსასყიდლოდ თხოვების ფორმით უვადოდ გადაეცა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს. საერთო ღირებულება შეადგენს 71 020.00 (სამოცდათერთმეტი ათას ოცი) ლარს.

წაკითხვა 174 ჯერ

სიახლეები