ამ გვერდის ამობედვა

26 მარტიდან, ქუთაისში გ.ტაბიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყება

მიმდინარე წლის 26 მარტიდან, ქუთაისში გ.ტაბიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

 

"სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1,077,306.69 ლარია გამოყოფილი. ქუჩაზე გადაადგილება დილიდან შეფერხდება.

 

სამუშაოების დასრულებამდე, ავტომობილებისთვის გზა გადაიკეტება ჩეჩელაშვილის ქუჩის კვეთიდან, გრიშაშვილის ქუჩის კვეთამდე.

 

მოძრაობა აღმაშენებლის გამზირიდან, ჩეჩელაშვილის ქუჩის გავლით, გრიშაშვილის და დუმბაძის ქუჩების მიმართულებით იქნება შესაძლებელი. სამუშაოებს შპს "ჯეო სერვისი" განახორციელებს,"- ნათქვამია ქუთაისის მერიის განცხადებაში.

წაკითხვა 876 ჯერ

სიახლეები