ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისი ტაეკვონდოში იმერეთის ღია საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს

ქუთაისი ტაეკვონდოში იმერეთის ღია საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. შეჯიბრებები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ეწყობა. მასში 350-ზე მეტი სპორტსმენი საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და სომხეთიდან მონაწილეობს.


ტურნირის გახსნის ცერემონიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თეიმურაზ მღებრიშვილი და იმერეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ ჯღამაძე დაესწრნენ.
ტურნირი 14 აპრილს დასრულდება.

წაკითხვა 120 ჯერ

სიახლეები