წყალტუბოში ყველა ავარიული სანატორიუმი დაიხურება და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა და მიმდინარე საკითხების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

შეხვედრაზე 12–ვე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა დეტალურად წარმოადგინა ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რომელსაც რწმუნებულის პირველი მოადგილე უწევს კურატორობას. შეხვედრას რწმუნებულის მოადგილეები ბესიკ გოფოძე და იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ.

 

დღესვე, რეგიონში დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტების შესახებ კიდევ ერთი შეხვედრა მოეწყო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს და მუნიციპალიტეტების მერებს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამების, სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქუთაისში, ამჟამად მიმდინარეობს 480 ბინიანი, სამი შეწყვილებული კორპუსის მშენებლობა დევნილი ოჯახისთვის, აღმაშენებლის ქუჩაზე მენაშენეებისგან შეძენილია 245 ბინა და უახლოეს მომავალში დამატებით, კიდევ 320 ბინიანი სახლის მშენებლობა დაიწყება შერვაშიძის ქუჩაზე. წყალტუბოში კი ჯამში, მიმდინარეობს 560 ბინიანი 8 კორპუსის მშენებლობა.

 

მშენებლობის დასრულების შემდგომ, ეტაპობრივად, ქუთაისსა და წყალტუბოში არაერთი ნგრევადი ობიექტი დაიხურება. აღსანიშნავია, რომ წყალტუბოში სრულად დაიხურება ყველა ავარიული სანატორიუმი და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ.

 

სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ობიექტების დახურვა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2013 წლიდან, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, 100-ზე მეტი ნგრევადი შენობა დაიხურა და იქ მცხოვრებ 2000-მდე დევნილ ოჯახს ბინა ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცა.

 

გრიგოლ გიორგაძემ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებზეც ისაუბრა. აღნიშნული საგრანტო პროგრამები, იძულებით გადაადგილებულ პირებს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს.

 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, წყალტუბოსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტში ნგრევად და ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, ქუთაისში დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსსა და ომის ვეტერან დევნილებს და სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს თამარ გავაშელს და პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულ დევნილებს შეხვდნენ.

წაკითხვა 824 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.