ამ გვერდის ამობედვა

ბათუმში სტალინური სიების თანახმად დახვრეტილთა სამარხი აღმოაჩინეს - "150-მდე ნეშტი უწესრიგოდ არის დამარხული"

ბა­თუმ­ში ფრი­დონ ხალ­ვა­შის ქუ­ჩის 338 ნო­მერ­ში 1937-1938 წლებ­ში რეპ­რე­სი­რე­ბულ­თა სა­მარ­ხი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

სა­მარ­ხი ბა­თუ­მი­სა და ლა­ზე­თის ეპარ­ქი­ამ გა­თხრე­ბის შე­დე­გად აღ­მო­ა­ჩი­ნა. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოთხ სა­მა­რო­ვან­ში 150-მდე ნეშ­ტი უწეს­რი­გოდ არის და­მარ­ხუ­ლი. ეპარ­ქი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რეპ­რე­სი­რე­ბულ­თა ნეშთს 21 აპ­რილს პა­ტი­ვის­ცე­მით დაკ­რძა­ლა­ვენ.

 

"სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, ფრი­დონ ხალ­ვა­შის ქ. #338-ში მდე­ბა­რე სა­ბან­კო შეკ­რე­ბის ბაზა #3-ის გარ­კვე­უ­ლი ტე­რი­ტო­რია დრო­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბა­ში გად­მო­ცე­მუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ზე. აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი იქნა 1937-1938 წლებ­ში ბოლ­შე­ვი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბის დროს სტა­ლი­ნუ­რი სი­ე­ბის თა­ნახ­მად დახ­ვრე­ტილ მო­ქა­ლა­ქე­თა 4 სა­მარ­ხო­ვა­ნი, რო­მელ­შიც 150-მდე ადა­მი­ა­ნის ნეშ­ტი იყო უწეს­რი­გოდ და უპა­ტი­ოდ გან­თავ­სე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებ­თან შე­თან­ხმე­ბით მოხ­და ეპარ­ქი­ის მიერ მათი ამოს­ვე­ნე­ბა. 21 აპ­რილს, 15:00 სა­ათ­ზე, ბა­თუ­მის #3 სამ­ხედ­რო ბა­ზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­დე­ბა მათი პა­ტი­ვით დაკ­რძალ­ვა", -ნათ­ქვა­მია ბა­თუ­მი­სა და ლა­ზე­თის ეპარ­ქი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

 

1937-1938 წლებ­ში ბა­თუმ­ში დახ­ვრე­ტილ პირ­თა სია ნა­ხეთ ლინკზე

 

წაკითხვა 951 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 06 2019